აუქციონის სახლმა Christie’s გადაწყვიტა, გასაყიდად სტინგის კუთვნილი ნივთები გამოიტანოს.
მყიდველების სტიმულისთვის და ვაჭრობაში უფრო აქტიურად მონაწილეობისთვის, აუქციონის წარმომადგენლებმა ორიგინალური გადაწყვეტილება მიიღეს : მათ შექმნეს სახლის გარემო, სადაც სტინგი და მისი ცოლი ტრუდი გასულ წლამდე ცხოვრობდნენ. ლოტებად გამოტანილი იქნება ავეჯი და ხელოვნების ნიმუშები.
აუქციონი 24 თებერვალს გაიმართება და 150-ზე მეტ ნივთს გაიტანენ გასაყიდად, მათ შორის პიკასოს ნამუშევარს, როიალ Steinway-ს.