LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ნაკრები ილიას ზუროსმა ჩაიბარა

54

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ილიას ზუროსი გაწვრთნის. ბერძენმა სპეციალისტმა კალათბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი გააფორმა. ფედერაციის მხრიდან კონტრაქტს ხელი პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ მოაწერა.

ხელშეკრულება 1+1 წლიანია და 2017 წლის ევრობასკეტზე საქართელოს ნაკრების გასვლის შემთხვევაში ის ავტომატურად გახანგრძლივდება. ილიას ზუროსი საკმაოდ დიდი სამწვრთნელო გამოცდილებისა და ტიტულების მქონე სპეციალისტია. ის საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებსა და რამდენიმე წამყვან ევროპულ კლუბს თავკაცობდა.
სამწვრთნელო კარიერა
2000-2002 ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი)
2003-2004 საგესი (ლიბანი)
2004-2005 პერისტერი (საბერძნეთი)
2005-2006 არისი (საბერძნეთი)
2006-2007 პარიზ-ლევალი (საფრანგეთი)
2007-2010 პანელინიოსი (საბერძნეთი)
2011 ჟალგირისი (ლიტვა)
2011-2012 საბერძნეთის ეროვნული ნაკრები
2012 ეფესი (თურქეთი)
2013 ჟალგირისი (ლიტვა)
2014-2015 თოფაში (თურქეთი)
მიღწევები და ტიტულები
ლიბანის ჩემპიონი (2004)
ფიბა-აზიის ჩემპიონთა თასის მფლობელი (2004)
ევროთასის სეზონის საუკეთესო მწვრთნელი (2010)
ლიტვის თასის მფლობელი (2011)
ბალტიის ლიგის ჩემპიონი (2011)
ლიტვის ჩემპიონი (2011)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g