LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახარიას ჩემი ხელით მოვუდუღებ ყავას, მობრძანდეს და გასცეს კითხვებს პასუხი

272
iPiccy-collage

“ევროპული საქართველოს” წევრი ელენე ხოშტარია შს მინისტრის განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ თუ გიორგი გახარიას პარლამენტის კედლები აშინებს, შეკითხვებზე პასუხის გასაცემად ყავაზე ეპატიჟება.

„დღეს შს მინისტრთან ძალიან სერიოზული კითხვებია და მას მოუწევს ძალიან სერიოზული პასუხების გაცემა. თუ მას აშინებს კომიტეტის კედლები, თუ მას აშინებს კომიტეტში და პარლამენტში მოსვლა, მინდა შევთავაზო ჩემი ხელით მოვუდუღებ ყავას, მობრძანდეს და გასცეს ყველა ამ კითხვას პასუხი. გიორგი გახარიამ ნებისმიერი ადგილი და დრო დაასახელოს, ერთადერთი ჩემი პირობაა, ჩემი ხელით მოდუღებული ყავა უნდა დალიოს და ყველა კითხვას გასცეს პასუხი,“ – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

შს მინისტრის მოსმენა „მინისტრის საათის“ ფარგლებში მაისის პირველ კვირას პლენარულ სხდომაზე იგეგმება, თუმცა „ევროპული საქართველო“ გახარიას კომიტეტზე მისვლას სთხოვს. აღნიშნულ მოთხოვნას გუშინ გიორგი გახარია გამოეხმაურა.

 

„მე როგორც ვიცი, მაქვს დაგეგმილი საპარლამენტო მოსმენა „მინისტრის საათი“, მაისის პირველ კვირაში. რა თქმა უნდა, მე ამ ჩემს ვალდებულებას შევასრულებ და მივალ. თუ „ევროპული საქართველოს“ რომელიმე ლიდერს სურს დამატებით კიდევ ჩემი ნახვა, შეუძლიათ დამპატიჟონ ყავაზე“, – განაცხადა მინისტრმა.

mazda magti 5g