LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამთა გოდუაძე: „ჩემი საყვარელი დიზაინერი დემნა გვასალიაა!..“

837
gdz

ქართველმა მომღერალმა თამთა გოდუაძემ, რომელმაც ადრეული ასაკიდან საბერძნეთში გაიკეთა მუსიკალური კარიერა და იქ უდიდეს ვარსკვლავად მიიჩნევა, კვიპროსის შეთავაზება მიიღო და 2019 წლის მაისში ისრაელში „ევროვიზიაზე“ სწორედ კვიპროსის სახელით წარდგება. მის სიმღერაზე Replay, რომელსაც „იუთუბზე“ უამრავი ნახვა აქვს, შესაბამისი ქორეოგრაფიული მონახაზიც აქვს გაკეთებული, რომელსაც ოთხი მოცეკვავე ბიჭი ასრულებს.

„ევროვიზიის“ ოფიციალურ „იუთუბ“ არხზე თამთა გოდუაძის რეპეტიციაზე გადაღებული ვიდეო გავრცელდა, სადაც მან საკუთარი თავიც გააცნო ფართო მაყურებელს და ასევე სიმპათიური მოცეკვავეებიც, რომელთაგან „ევროვიზიის“ სცენა არავისთვისაა უცხო და ისინი სხვადასხვა დროს ამა თუ იმ არტისტის გამორჩეულ საცეკვაო ნომრებში მონაწილეობდნენ.

ვიდეოს ბოლოსკენ მოცეკვავეებმა თამთას კითხვები დაუსვეს. ერთ-ერთი კითხვა მის საყვარელ დიზაინერს შეეხებოდა, როგორც მომღერალმა აღნიშნა, ასეთი ბევრია, რადგან ზოგადად, მოდის სფერო ძალიან უყვარს, მაგრამ მაინც ქართველს დაასახელებს – „მე მაინც ქართველ დიზაინერს დავასახელებ, რადგან ჩემს ქვეყანას ვუჭერ მხარს და ეს არის დემნა გვასალია, „ვეტმანისა“ და „ბალენსიაგასთვის“.

რაც შეეხება საკუთარი თავის წარდგენას, თამთა, მართალია, კვიპროსის სახელით გამოდის, მაგრამ ვიდეოში აღნიშნა, რომ ქართველია:

„როგორც ჩემი გვარიდან მიხვდით, მე საქართველოდან ვარ. საბერძნეთში ვცხოვრობ და კვიპროსს წარმოვადგენ, ეს არის გრძელი ამბავი მოკლედ… (იცინის). ჩემი სიმღერა ძალიან მომწონს, მეც და ჩემს ბიჭებსაც, იმედი მაქვს, თქვენც მოგეწონებათ.

რატომ კვიპროსი? იმიტომ, რომ მიყვარს. მეორედ მქონდა მათგან შეთავაზება და ერთი სული მაქვს, ყველა თქვენგანთან ერთად „ევროვიზიაზე“ მონაწილეობის გამოცდილება გავიზიარო“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g