LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ნუცა ბუზალაძე და თამთა გოდუაძე ევროვიზიის პრეფართიზე – რა კადრებს გვიზიარებს მომღერალი

4255
befunky-collage-2024-03-31t231659.144-2024-03-31_23-17-11_296252

მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ მადრიდში ევროვიზიის პრეფართიზე მიიღო მონაწილეობა.

ინფორმაცია Eurovision Georgia-მ გაავრცელა და დაწერა, რომ ნუცა ბუზალაძე პრეფართიზე სპეციალური სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული.

„ნუცას ემოციური გამოსვლა მადრიდის ევროვიზიის პრეფართიზე. მომღერალმა კრისტინა აგილერას “Hurt” ძმას მიუძღვნა“. – ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნუცა ღონისძიებაზე ქართველ მომღერალ, თამთა გოდუაძეს შეხვდა და კადრები სოციალურ ქსელში გაგვიზიარა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ აშშ-ში ნუცა ბუზალაძის ძმა გარდაცვლილი იპოვეს.

ვიდეო: ნუცა ბუზალაძე ევროვიზიის პრეფართიზე სპეციალური სტუმრის სტატუსით მონაწილეობს – ნახეთ, როგორ დახვდნენ მომღერალს გულშემატკივრები მადრიდში

ნუცა ბუზალაძე: „ჩემი ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე, მადრიდში დაგეგმილ „ევროვიზიის“ პრომოტურზე ყველა აქტივობა გავაუქმე, მაგრამ სპეციალური სტუმრის სტატუსით ვიმღერებ დასკვნით ღონისძიებაზე და ჩემს ძმას სიმღერას მივუძღვნი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები