LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ნუცა ბუზალაძე ევროვიზიის პრეფართიზე სპეციალური სტუმრის სტატუსით მონაწილეობს – ნახეთ, როგორ დახვდნენ მომღერალს გულშემატკივრები მადრიდში

1717
ნუცა ბუზალაძე

მომღერალი ნუცა ბუზალაძე, რომელიც 2024 წლის ევროვიზიაზე საქართველოს წარადგენს, დღეს ევროვიზიის პრეფართიზე მონაწილეობს.

ინფორმაციას Eurovision Georgia ავრცელებს და წერს, რომ ნუცა ბუზალაძე პრეფართიზე სპეციალური სტუმრის სტატუსით არის მიწვეული:

„ნუცა ბუზალაძე უკვე მადრიდშია, სადაც დღეს ევროვიზიის პრეფართიზე, სპეციალური სტუმრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Eurovision Georgia-ს ცნობით, ნუცა ბუზალაძე პრეფართიზე კრისტინა აგილერას „Hurt“-ს შეასრულებს.

Eurovision Georgia ასევე აქვეყნებს კადრებს, თუ როგორ დახვდნენ ნუცა ბუზალაძეს გულშემატკივრები მადრიდში.

ვიდეო: „ასეთი კლიპი რომ მქონოდა, ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო“ – ნუცა ბუზალაძემ ევროვიზიის სიმღერისა და ვიდეორგოლის პრემიერა გამართა

ნუცა ბუზალაძე უკვე მადრიდშია, სადაც დღეს ევროვიზიის პრეფართიზე, სპეციალური სტუმრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას 🇬🇪🇪🇸 #PrePartyES24

Posted by Eurovision Georgia • 1tv.ge on შაბათი, 30 მარტი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები