LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ასეთი კლიპი რომ მქონოდა, ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო“ – ნუცა ბუზალაძემ ევროვიზიის სიმღერისა და ვიდეორგოლის პრემიერა გამართა

818
ნუცა ბუზალაძე

მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ, ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარსადგენი სიმღერისა და ვიდეორგოლის პრემიერა გამართა.

Firefighter – ასე ჰქვია 2024 წლის საქართველოს საკონკურსო სიმღერას, რომელიც დარკო დიმიტროვმა და ადა სატკამ სპეციალურად ნუცასთვის დაწერეს.

„ეს დღე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მიხარია, რომ საქართველო წელს წარდგება ძალიან ცეცხლოვანი ნომრით. ასეთი კლიპი რომ მქონოდა, ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო. გპირდებით, რომ ლაივში გაცილებით მაგარი პერფორმანსით წარვდგებით“, – განაცხადა ნუცამ პრემიერის შემდეგ.

კლიპის რეჟისორი ზაზა ორაშვილია, მხატვარი – შაკო პოპიაშვილი, ქორეოგრაფი – ლუიჯი ალოკა, კოსტიუმების დიზაინი ლაშა ჯოხაძესა და ალექსანდრე ახალკაციშვილს ეკუთვნით, მონტაჟის რეჟისორი კი ნესტან სინჯიკაშვილია.

კლიპის რეჟისორმა ზაზა ორაშვილმა „ფორტუნასთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ კლიპი და სიმღერა ძალიან კარგი მესიჯის მატარებელია და დიდი ალბათობით, ის მაყურებლის გულამდე მივა.

„ევროვიზიის კონკურსი კი მოულოდნელი შედეგებით სრულდება ყოველთვის და წინასწარ პროგნოზის გაკეთება გამიჭირდება“, – აცხადებს ზაზა ორაშვილი „ფორტუნასთან“ საუბრისას.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსი წელს 7, 9 და 11 მაისს შვედეთის ქალაქ მალმეში გაიმართება. ნუცა ბუზალაძე საქართველოს სახელით 9 მაისს, მეორე ნახევარფინალში იმღერებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები