სანდრა ბალოკის საყვარელი მამაკაცი ბრაიან რენდალი მსახიობთან გადავიდა საცხოვრებლად, რომ მას ბავშვების გაზრდაში მიეხმაროს, ინფორმაციას „დეილი მეილი“ ავრცელებს. სანდრა ამბობს, რომ „ისეთი ბედნიერია, როგორც არასდროს.“
ტაბლოიდების წყაროს ინფორმაციით, რენდალს საკუთარი სახლიც აქვს, თუმცა გადაწყვიტა, რომ სანდრასთან გადასულიყო საცხოვრებლად.
„ისინი დროის უმეტეს ნაწილს ერთად ატარებენ,“ – ამბობს წყვილთან დაახლოებული პირი.
ყველაზე მეტად კი ოსკაროსან მსახიობს ბრაიანისა და მისი შვილების ურთიერთობა ახარებს.
„ბრაიანი ბავშვებს საკუთარი შვილებივით ექცევა. ის არაჩვეულებრივი მამაა. სანდრა უზომოდ ბედნიერია,“ – წერენ ტაბლოიდები.
ბრაიანს მამობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს, მას 22 წლის ქალიშვილი სკაილარი ჰყავს.
წყვილის ახლობლები ფიქრობენ, რომ ბალოკი და რენდალი წელს დაქორწინდებიან, თუმცა საერთო შვილის გაჩენაზე ისინი არ ფიქრობენ.
გასულ თვეს წყვილი ბავშვებთან ერთად მთის კურორტზე დააფიქსირეს. არდადეგები სანდრასთან და ბრაიანთან ერთად ბალოკის ახლო მეგობარმა, ჯენიფერ ენისტონმაც გაატარა.