LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქველმოქმედო ფონდი „ავერსი“ და „ავერსის კლინიკა“ ოლიმპიურ კომიტეტთან დადებულ მემორანდუმს განაახლებენ

216

საქველმოქმედო ფონდი „ავერსი“ და  „ავერსის კლინიკა“  საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტთან დადებულ მემორანდუმს განაახლებენ. როგორც „ფორტუნას“ კომპანიიდან აცნობეს,  მემორანდუმის თანახმად, საქველმოქმედო ფონდი „ავერსი“ იღებს ვალდებულებას, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრებსა და ვეტერან სპორტსმენებს გაუწიოს უფასო სამედიცინო მომსახურეობა  „ავერსის“  კლინიკათა ქსელში და უფასოდ უზრუნველყოს მკურნალობისთვის საჭირო ყველა მედიკამენტი.

„მემორანდუმი პირველად  2009 წლის   19 თებერვალს  გაფორმდა. დღემდე ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სპორტსმენებმა  ისარგებლეს    744 978,5    ლარის სამედიცინო მომსახურეობით და მიიღეს   310  097,82   ლარის ღირებულების მედიკამენტები. სულ ჯამში ეს თანხა შეადგენს 1 055 076,32 ლარს“, – განაცხადეს „ავერსში“.

მათივე ინფორმაციით,  მემორანდუმის თანახმად, სპორტსმენების ჯანმრთელობაზე ზრუნვა კომპანია „ავერსის“ პრიორიტეტი იქნება.

ბრიფინგი დღეს 12:00 სთ–ზე, „ავერსის კლინიკაში“ გაიმართება და მას დაესწრებიან: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე და მამუკა ხაბარელი, ასევე  კომპანია „ავერსის „  დამფუძნებელი პაატა კურტანიძე,  „ავერსის“  კლინიკათა ქსელის  გენერალური დირექტორი დიმიტრი ჯორბენაძე, საქველმოქმედო  ფონდი „ავერსის“  დირექტორი ქეთი  ნემსაძე და ოლიმპიური ჩემპიონები და პრიზიორები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g