კაილი ჯენერი მიიჩნევს, რომ შემდგარი მოდელია და არავის აქვს უფლება მიუთითოს, ვისთან გააფორმოს კონტრაქტი და ვისთან – არა. დასავლური მედიის ინფორმაციით, კარდაშიან-ჯენერების ოჯახში კვლავ დაძაბულობაა, კიმ კარდაშიანის ქმარი, კანიე უესტი, რომელიც სამოსს „ადიდასისთვის“ ქმნის, ნაწყენია ცოლის უმცროს დაზე, რადგან კაილი ჯენერმა კონტრაქტი „პუმასთან“ გააფორმა.
„გარანტიას გაძლევთ, რომ კაილი არ გააფორმებს კონტრაქტს „პუმასთან“. ის ჩემი ოჯახის წევრია“ – დაწერა უესტმა „ტვიტერზე“.
ამის მიუხედავად ჯენერმა ოფიციალურად განაცხადა კონტრაქტის გაფორმების შესახებ. იგი უესტის წყენისა და გაბრაზების მიზეზს ვერ ხვდება და კანიეს რეაქციამ ძალიან გააკვირვა. კაილის თქმით, ეგონა, რომ ოჯახი მხარს დაუჭერდა და მისი სიახლე გაახარებდა.
ახლა კი უესტი ცდილობს, კაილის გადაწყვეტილების გამო ნერვული აფეთქება გადაფაროს და მშვიდად ისაუბროს „პუმასთან“ კონტრაქტზე.
„მან უკვე მოაწერა ხელი. ვაღიარებ, რომ ცოტა გადავაჭარბე და ზედმეტად გავბრაზდი, თუმცა სინამდვილეში ძალიან მიხარია კაილის წარმატება,“ – აცხადებს უესტი.