პოლიციამ ესპანეთში დააკავა წყვილი, რომელიც სასაფლაოზე მზის ჩასვლისას ცხედრების ძვლებით ვუდუს სასიყვარულო რიტუალს ატარებდა.
37 წლის ქალი და მისი 34 წლის მეგობარი მამაკაცი ამბობენ, რომ რიტუალი ქალის ყოფილი საყვარელის ხსოვნის გასაქრობად შეასრულეს.
პოლიციელებმა იპოვეს თოკით მჭიდროდ შეკრული ორი სურათი, ბარდის მარცვლები, სიმინდი, პლასტმასის ჭიქები რომით, ნახევრად დამწვარი სანთლები და სხვა წვრილმანი ნივთები.
წყვილი გარდაცვლილი ადამიანის მიმართ შეურაცხყოფისთვის დააკავეს, რადგან მათ რიტუალისთვის საფლავებიდან ძვლები ამოიღეს.
მამაკაცმა განაცხადა, რომ მეგობარ ქალს ყოფილი ქმრის დავიწყებაში ეხმარებოდა და რიტუალში მონაწილეობასაც ამიტომ დათანხმდა. მისივე თქმით, სანტერიას (აფრო-კარიბული რელიგია) აღმსარებელია. სამართალდამცველები კი დარწმუნებულები არიან, რომ წყვილი სატანიზმის მიმდევარია.