LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინანსთა სამინისტრომ კომერციული ბანკებისგან 10 მლნ ლარი ისესხა

37

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე დღეს 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ორმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 13 266 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 15,250 პროცენტით, მაქსიმალური 15,750 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი – 15,478 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური განაკვეთი 10,500 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g