LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მიითვისა კომპანიის კუთვნილი 1 630 000 ლარი“ – საგამოძიებო სამსახურმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე ერთი პირი ამხილა

222
BeFunky-collage (2)

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სააქციო საზოგადოების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტი გამოავლინეს.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე პასუხისგებაში ერთი პირია მიცემული.

მათივე ცნობით, მან კომპანიის კუთვნილი დაახლოებით 1 630 000 ლარი მიითვისა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც დასაქმებული იყო ერთ-ერთ სააქციო საზოგადოებაში ფინანსური და ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე და რომელსაც მინდობილი ჰქონდა კომპანიის საბანკო ანგარიშების მართვის უფლება, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მიითვისა კომპანიის კუთვნილი დაახლოებით 1 630 000 ლარი. აღნიშნული ქმედება გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან 11 წლამდე ვადით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები