ლეონარდო დიკაპრიოს ახალი რომანი აქვს, ტაბლოიდების მტკიცებით, მისი ახალი გატაცება 24 წლის მოდელი როქსი ჰორნერია. დიკაპრიოსთან დაახლოებული პირი ჟურნალისტებთან ამბობს, რომ მსახიობი მოხიბლულია გოგონათი და სულაც არ ერიდება მის მიმართ სიმპათიის გამოხატვას.
„მათ ერთად ორი დღე გაატარეს ლონდონის სასტუმროში Chiltern Firehous,” – ამბობს წყარო.
თავად ლეო კი რომანის შესახებ კომენტარს არ აკეთებს. როქსი ჰორნერმა კი „ტვიტერზე“ დაწერა, რომ ის და ლეო უბრალოდ „კარგი მეგობრები“ არიან.



