LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ყვარლის ედემი” ღვინის წარმოებას იწყებს

291

კომპლექსი ”ყვარლის ედემი” ღვინის წარმოებას იწყებს. როგორც ”ფორტუნას” კომპანიის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტომა ალექსანდრე მაღრაძემ განუცხადა, ახალი ბრენდი ქართული ღვინის ბაზარზე უკვე აპრილის თვეში გამოჩნდება.

”დავამთავრეთ ქარხნის მშენებლობა და აღჭურვა, მივიღეთ პირველი მოსავალიც, მართალია მცირე, თუმცა საკმარისი იმისთვის, რომ ღვინის წარმოება დაგვეწყო. საწყის ეტაპზე ვაწარმოებთ ღვინის 6 სახეობას და ასევე ჭაჭას”, – აღნიშნა მაღრაძემ.

მისივე ინფორმაციით, ”ყვარლის ედემის” ღვინო პრემიუმ კლასის იქნება და ის თავიდან მხოლოდ სასტუმრო ”ყვარლის ედემში” გაიყიდება. ”თუმცა, მომავალი წლისთვის, ბუნებრივია, ვგეგმავთ გაფართოებას. ვაპირებთ, უფრო დიდი მოსავალის მიღებას და ჩვენი ღვინის საქართველოს მაშტაბით რეალიზებას”, – განაცხადა ”ყვარლის ედემის” დამფუძნებელმა.

მაღრაძის თქმით, კომპანია უმაღლესი ხარისხის ღვინოს აწარმოებს და ქართული ღვინის ბაზარზე ლიდერი პოზიციის დაკავებას შეეცდება.

სასტუმრო კომპლექსი ”ყვარლის ედემი” ყვარელში , მდინარე ბურსას მარჯვენა სანაპიროზე, თბილისიდან 153 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. აქვეა ახლადშემქნილი ღვინის საწარმოც. კომპლექსი სულ 75 ადამიანია დასაქმებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g