ირანელი მოკრივე გოგონას ციხე ემუქრება, რადგან რინგზე ჰიჯაბის გარეშე გავიდა.
შარში სადაფ ხადემი გაეხვა.
გოგონას იმაშიც ადანაშაულებენ, რომ მამაკაცის ხელმძღვანელობით ვარჯიშობდა. ირანის სამოყვარულო კრივის ფედერაციამ გადაწყვიტა არ შესულიყო კონფლიქტში: ხელმძღვანელობის თქმით, სპორტსმენი არ არის დარეგისტრირებული როგორც ფედერაციის წევრი და ტურნირზე კერძო პირის სტატუსით გამოვიდა.
ხადემი – პირველი ირანელია, რომელმაც საერთაშორისო დონეზე პირველად მოიგო ორთაბრძოლა.
გოგონა საფრანგეთში რჩება (სადაც ტურნირი ტარდებოდა) და თავშესაფარს ითხოვს.