LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩხოროწყუში თხების ფერმა კეთდება

492

ჩხოროწყუში თხების მეურნეობის  განვითარება იგეგმება. ამის შესახებ ”ფორტუნას” ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით გოგუამ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, თხების მეურნეობის განვითარება სოფელ ნაკიანში იგეგმება და ფერმის მოსაწყობად აზომვითი სამუშაოები უკვე ჩატარებულია.

”ამ მხრივ ჩხოროწყუში ძალიან დიდი პოტენციალი არსებობს. პროექტი უკვე მზადაა. უკვე გამოყოფილია დაახლოებით 40 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, რომლის შემოღობვაც მალე დაიწყება და ამ ტერიტორიაზე ფერმა მოეწყობა”, – განაცხადა დავით გოგუამ.

მისი ინფორმაციით, მეგრული ჯიშის თხის საშენი მეურნეობის მშენებლობა სავარაუდოდ, წელს დაიწყება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g