საქართველოში შესაძლოა, ეროვნული მარკეტინგული სააგენტო შეიქმნას. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, სააგენტოს შექმნა, ჯერჯერობით, მხოლოდ ინიციატივაა და ამ საკითხს მუშაობა სჭირდება.
”ქვეყანას ქართული პროდუქტების პოპულარიზაცია ერთიანი მიდგომით სჭირდება, განურჩევლად პროდუქტისა. ეს სააგენტო თვისობრივად განსხვავებული იქნება საელჩოებისგან და საზღვარგარეთ ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას და იმიჯის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს”,-განმარტა ოთარ დანელიამ.
