LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კვირიკაშვილი: მთავრობა პირდაპირი ფრენების განვითარების მიმართულებით მუშაობს

31

მთავრობა და ეკონომიკის სამინისტრო პირდაპირი ფრენების განვითარების მიმართულებით მუშაობენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, წელს კომპანია ”ვიზეარი” საქართველოში პირველ რეგიონულ ბაზას გახსნის, რომელიც შვიდი ახალი მიმართულებით იფრენს ქუთაისიდან.

მისივე თქმით, საქართველოს უკვე აქვს ოთხი საერთაშორისო მიმართულება, რომლებიც ძალიან აქტიურია და საიდანaც საქართველოში უამრავი ვიზიტორი შემოდის.

”ეს გახლავთ უნგრეთში – ბუდაპეშტი, პოლონეთში –კატოვიცე და ვარშავა, ლიტვაში – ვილნიუსი და კიდევ შვიდი ახალი მიმართულება დაემატება, რაც ერთის მხრივ, საშუალებას მისცემს ტურისტებს, რომ გაცილებით უფრო ხელმისაწვდომი გახდეს საქართველოში მოგზაურობა და მეორეს მხრივ, საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, რომ ევროპისკენ მიმართულებები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს. თუ ამას დავამატებთ ვიზალიბერალიზაციის შესაძლებლობებს, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ის უდიდესი პერსპექტივა, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქისათვის იხსნება, მათ შორის წვრილი ბიზნესმენებისთვის, საქმიანი ადამიანებისთვის, ახალგაზრდებისთვის, რომ მათ იმოგზაურონ ევროპაში და დაიწყონ ახალი ბიზნესი ამ მიმართულებით, რომლის მომავალიც დაუკავშირდება ევროპას”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g