LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩხოროწყუში ორი ქარხნის მშენებლობა იგეგმება

140

ჩხოროწყუში ორი ქარხნის მშენებლობა იგეგმება. როგორც ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით გოგუამ ”ფორტუნას” განუცხადა, საწარმოები მრავალპროფილური იქნება და იქ სხვადასხვა ხილის გადამუშავება და ჩირის დამზადება მოხდება.

”იქნება დაფნის, თხილის და ხურმის გადამამუშავებელი ქარხნები. მწარმოებლები ნედლეულს ადგილობრივებისგან ჩაიბარებენ და წარმოებული პროდუქცია ადგილობრივი ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი”, – განაცხადა დავით გოგუამ.

მისივე ინფორმაციით, მწარმოებლებს გეგმაში აქვთ, რომ მოსახლეობა ნერგებით მოამარაგონ, რათა ადგილობრივებმა ნერგებს მოუარონ და შემდგომ კომპანიისთვის სასურველი, მაღალი ხარისხის ხილი პირდაპირ მათგან ჩაიბარონ.

დავით გოგუას თქმით, მშენებლობის ვადები, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის, რადგან კომპანიები სახელმწიფო პროგრამა ”აწარმოე საქართველოში” არიან ჩართულები და დაფინანსების მოპოვებას ამ პროგრამიდან ელიან. საუბარია რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტირებაზე. საწარმოებში რამდენიმე ათეული ადგილობრივი დასაქმდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები