თაკო მელიქიშვილის საავტორო გადაცემას „რადიო დუეტი” მომღერალი თამთა ცხვიტავა, მანანა კიკილაშვილი და პაატა დეისაძე სტუმრობდნენ. გადაცემის ფარგლებში ნატო გელაშვილის ყველასთვის საყვარელი სიმღერის „თეთრ კლავიშებს” ახალი ვერსიის პრემიერა გაიმართა, რომელსაც მანანა კიკილაშვილი ასრულებს, ასევე გაჟღერდა არაერთი ცოცხალი შესრულება.