LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალექსი პეტრიაშვილი საავადმყოფოდან გაწერეს

90

„თავისუფალი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა, ალექსი პეტრიაშვილმა, რესპუბლიკური საავადმყოფო დატოვა. როგორც პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისი გამოჯანმრთელების მხრივ პროგრესია. მისი თქმით, ექიმები მიიჩნევენ, რომ მკურნალობის გაგრძელება სახლშიც შესაძლებელია.

„5 ნატყვიარის და 16 ჭრილობის, ჩაქუჩებისა და ბეისბოლის ბიტების მუშაობის პირობებში, მაინც კარგ სპორტულ ფორმაში გახლავართ“ – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

„თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანი თავდასხმის სავარაუდო მოტივებზე არ საუბრობს და ასევე აცხადებს, რომ დაკავებულ ლევან მექვაბიშვილს არ იცნობს. მისი თქმით, მექვაბიშვილს ნიღაბი არ ეკეთა და მისი ამოცნობა ადვილი იყო. რაც ეხება მეორე პიროვნებას, მას სახე ნიღბით ჰქონდა დაფარული და როგორც ალექსი პეტრიაშვილი ამბობს, საქმე მეორე პიროვნებაზე უფრო გართულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g