„ჩემზე ზუსტად არავის ესმის ამ წამს თქვენი ოჯახის ტკივილის. პირდაპირი ამ სიტყვის მნიშვნელობით მოზიარე ვარ თქვენი უბედურების!“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლიტიკოსი ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი წერს და ტრაგიკულად დაღუპული ელენე მეგრელიშვილის მამას, მამუკა მეგრელიშვილს სამძიმარს უცხადებს.
პოლიტიკოსს, რომელსაც რამდენიმე დღის წინ უმცროსი ვაჟი, შოთიკო პეტრიაშვილი ტრაგიკულად დაეღუპა წერს, რომ ოჯახის თავს დამტყდარი ამ უმძიმესი ტრაგედიის მოზიარეა.
„ჩემზე ზუსტად არავის ესმის ამ წამს თქვენი ოჯახის ტკივილის. პირდაპირი ამ სიტყვის მნიშვნელობით მოზიარე ვარ თქვენი უბედურების! სულის სიმტკიცეს გისურვებთ! ისევ და ისევ ჩვენი შვილებისთვის! ანა გევედრები იცოცხლე!“ – წერს ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში.
Mamuka Megrelishvili ჩემზე ზუსტად არავის ესმის ამ წამს თქვენი ოჯახის ტკივილის. პირდაპირი ამ სიტყვის მნიშვნელობით მოზიარე…
Posted by Buka Petriashvili on ოთხშაბათი, 16 ოქტომბერი, 2024