LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალექსი პეტრიაშვილი : ტერორი გრძელდება, კადრები ვრცელდება

114

“ყველა დავსხდეთ და მოვიფიქროთ, როგორ წავაქციოთ ეს ბინძურები!“ – ასე ეხმიანება პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გამოქვეყნებას „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი.

„ეს გამავრცელებლები რომ მთელ მოსახლეობას ატერორებენ, გავიგეთ! საზოგადოება და განსაკუთრებით ჟურნალისტები რომ მაგრა ვდგავართ, ესეც მაგარია, მაგრამ უკვე მიჩნდება ხელისუფლების სრული უსუსურობის მწვავე განცდა. აქ არაფერ შუაშია პოზიცია ოპოზიცია. ხელისუფლებას სამწუხაროდ არ შეუძლია. ჩართავდით ალბათ უცხოელებსაც, მაგრამ ფაქტია: ტერორი გრძელდება, კადრები ვრცელდება. იუთუბის გათიშვა უშველის მაგას? მაშინ ინტერნეტი ჩავხსნათ და მივაწვეთ ჩრდ. კორეას და რუსეთს. ეგ არაა გამოსავალი. მოვრჩეთ ხელის გაშვერას, ყველა დავსხდეთ და მოვიფიქროთ, როგორ წავაქციოთ ეს ბინძურები!“ – წერს პეტრიაშვილი „ფეისბუქზე“.

magti 5g