LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯამალაშვილის ცოლსა და ინგა ჩატოიანს შორის დაპირისპირება მოხდა

69

ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულის ზურაბ ჯამალაშვილის მეუღლესა და ამავე საქმეზე ბრალდებულ ინგა ჩატოიანს შორის დღევანდელი პროცესის შემდეგ კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა.

“ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ინგა ჩატოიანს სახე დაფარული ჰქონდა, პროცესის შემდეგ ზურაბ ჯამალაშვილის მეუღლე მივარდა და შეეცადა მისთვის სახე გამოეჩინა. ფიზიკური დაპირისპირება მანდატურებმა განმუხტეს. მათ სასამართლო შენობიდან გააცილეს ჩატოიანი.

ინგა ჩატოიანს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. მოსამართლის შეკითხვაზე, რატომ ჰქონდა სახე დაფარული, ჩატოიანმა განაცხადა, რომ ყურები სტკივა.

სასამართლომ ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულ ინგა ჩატოიანს აღკვეთის ღონისძიების ღონისძიების სახით 5 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. გირაოს შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა.

რაც შეეხება კუდის ყოფილ თანამშრომელ ნიკოლოზ ხაჭაპურიძეს, რომლის საკითხზეც სასამართლომ დღეს ასევე იმსჯელა, მას სხვა საქმეზე პატიმრობა უკვე მისჯილი აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g