LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგა გრიგოლია: აჩიკო თალაკვაძისთვის ნაკურთხი წყალი რომ არ ემეტებათ, ასეთ დეტალებზე თან ვერთობი და თან ვბრაზობ… ჩანაწერები მაქსიმუმ ერთი წლის წინაა გაკეთებული

749
აცჰიკო 33

ეს თავხედები გვიბრუნდებიან და მაქსიმუმ 1 წლის წინანდელ ჩანაწერებზე გვეუბნებიან, რომ ძველი ხელისუფების დროინდელია, ასე აფასებს ინგა გრიგოლია გავრცელებულ ფარულ ჩანაწრებზე ხელისუფლების განცხადებებს.

სააკაშვილის, ბოროტი ძალის ამოცანა იყო სწორედ მთავარი ინსტიტუციების დისკრედიტაცია – ეს არის მორიგი ბინძური პროვოკაცია: პრემიერი გავრცელებულ მიყურადების ფაილებზე

„ 5 ადამიანი დაკავეს დემოკრატების ოფისში მოსასმენი აპარატების დამონტაჟების მცდელობისთვის“- 1972 წლის 17 ივნისს ამ სათაურით დაიბეჭდა სტატია ვაშინგტონ პოსტში. 1972 წელს მე ვიყავი ერთი წლის. ახლა ვარ 50 წლის. გარეთ არის 2021 წელი.

ის, რაც 1970-იან წლებში ამერიკის სეერთებული შტატების პრეზიდენტის ნიქსონის გადადგომით დასრულდა, ჩვენთან ახლა ხდება და ჩვენ აქეთ გვადანაშაულებენ ფაბრიკაციაში.

რომელ ფაბრიკაციაზეა საუბარი. რაც ვნახეთ, იმაზე მეტყელებს, რომ ყველას გვითვალთვალებენ და ყველას გვაკონტროლებენ, ეკლესიას, მედიას, როგორც ვიცი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.

რომელ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ლაპარაკობენ. მე არ ვარ „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი. მოსმენებთან და ფარულ გადაღებებთან დაკავშირებით თუ ვინმეს ჰქონდა მათთან პრეტენზია, მე მქონდა, მაგრამ ესენი ლაპარაკობენ იმ „ნაციონალურ მოძრაობაზე“, თვითონ რომ სრულიად გადაასწრეს, ყველანაირი მასშტაბი რომ მოიცვეს და წარმოუდგენენ მასშტაბებზე რომ გავიდნენ?

ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ გიორგი ზვიდაძისა და ჩემი მიმოწერა რომ არის გამოქვეყნებული, ვისზე ჰქონდა სახელმწიფოს ინტერესი.

გიორგი ზვიადაძე იყო რაიმე დანაშაულში შემჩნეული და მასზე მიყურადბა იყო აუცილებელი, თუ ჩემზე, ჟურნალისტზე. ხოდა გაჩუმდნენ, რა.

ეს თავხედები, გვიბრუნდებიან და გვეუბნებიან, რომ ეს რაღაცა ძველი ხელიუფლების გაკეთებულია.

რა ძველი ხელისუფლების დროინდელი. ჩემთან დაკავშირებით ვადასტურებ, ბევრი ფაილია, მაგრამ ლევან ვასაძესთან მიმოწერა, გიორგი ზვიადაძეზე რაც წერია, ყველაფერი არის ავთენტური და მაქიმუმ ერთი წლის განმავლობაში მოხდა.

მე ვერ ვხვდები, მეტი უბედურება რა შეიძლება, რომ მოხდეს.

ყველას უსმენენ. ეს აფეთქდება და ძალიან ცუდად მოუბრუნდება თვითონ ქართულ ოცნებას.

ჩვენ რომ გვაბრალებენ ეკლესიას ებრძვიანო, ვნახე ღარიბაშილის დღევანდელი განცხადება.

ეკლესიას თქვენ ებრძვით, ბატონო ღარიბაშვილო. ციანიდის სკანდალი სხვა რა იყო, თუ არა ბრძოლა საპატრიარქოსთან.

ვინ ებრძვის სამღვდელოებას, ამ ჩანაწერებით დადასტურდა.

მთელს სამღვდელოებას მაღალი თუ დაბალი რანგის სასულიერო პირებს უსმენენ და აკონტროლებენ.

თან გავერთე ამ ჩანაწერებით. მაგალითად აჩიკო თალაკვაძისთვის ნაკურთხი წყალი რომ არ ემეტებათ, ასეთ დეტალებზე თან ვერთობი და თან ვბრაზობ.

იმიტომ რომ 21-ე საუკუნეა და ჩვენ ვლაპარაკობთ, რაზეც ნორმალურ და დემოკრატიულ სახელმწიფოში 49 წლის წინ გადააყენეს პრეზიდენტი“. – განაცხადა ინგა გრიგოლიამ „ტვ პირველის“ ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები