LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილის ბოროტი ძალის ამოცანა იყო სწორედ მთავარი ინსტიტუციების დისკრედიტაცია – ეს არის მორიგი ბინძური პროვოკაცია: პრემიერი გავრცელებულ მიყურადების ფაილებზე

54
ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განაცხადებით, უკანონო მიყურადების შესახებ გავრცელებული ჩანაწერები სახელმწიფოსა და ეკლესიის წინააღმდეგ მძიმე პროვოკაციაა.

პრემიერმა აღნიშნული ფაქტი კვლავ გასულ ხელისუფლებასა და „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუკავშირა და თქვა, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მთავარი ამოცანა, ქვეყნის მთავარი ინსტიტუციების დისკრედიტაციაა.

„ეს არის მორიგი ბინძური პროვოკაცია ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ, ჩვენი ეკლესიის წინააღმდეგ, მამების, მღვდელმთავრების, მთლიანად ეკლესიის, როგორც ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუციის წინააღმდეგ და რაც არის ქართველების საფუძველთა საფუძველი, ასე ვთქვათ, ჩვენი სარწმუნოების და ჩვენი ეკლესიის წინააღმდეგ.

არაერთხელ გვითქვამს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და სააკაშვილის, მჩაგვრელი, ბოროტი ძალის მთავარი მიზანი და ამოცანა იყო სწორედ მთავარი ინსტიტუციების დისკრედიტაცია, როგორიც არის ეკლესია, თვითონ, ჩვენი პატრიარქი, მღვდელმთავრები, მამები და ზოგადად მთელი სასულიერო პირები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის, ინტერნეტში სასულიერო პირებსა და საპატრიარქოს თანამშრომლებზე სავარაუდო წერილობითი და აუდიომასალა გავრცელდა. გავრცელებული ფაილები ცალკეული სასულიერო პირების პირად ცხოვრებასა და არასრულწლოვნების შესახებ ინფორმაციასაც შეიცავს.

მამუკა ხაზარაძე: ვადასტურებ, რომ გვისმენენ და ჩანაწერში ჩემი სიტყვები ზუსტად არის აღწერილი

უცნობია, ვინ გაავრცელა ფაილები და ასევე, არ არის დადასტურებული მათი ავთენტურობა. თუმცა რამდენიმე პირმა, მათ შორის ჟურნალისტებმა და პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ ჩანაწერებში საკუთარი საუბრები ამოიცნეს.

mazda magti 5g