LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი წერილის ავთენტურობას ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ თან დართული ინფორმაცია მას არ მიუტანია

125
ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი, მიხეილ შაყულაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელებული წერილის ავთენტურობას ადასტურებს.

თუმცა ადვოკატი აცხადებს, რომ ინფორმაცია, რომელიც საკუთარ განცხადებას დაურთო ექსპრემიერმა, მას არ მიუტანია.

„მე არ მიმიტანია, მაგრამ ორ ინფორმაციას მოგცემთ სულ: ერთი ის, რომ ვადასტურებ, რომ ბატონი ირაკლის წერილია, რაც „ფეისბუქში“ გამოქვეყნდა, მეორე ის, რომ უფრო დეტალურად ხვალ გაავრცელებს ინფორმაციას“, – აცხადებს ადვოკატი „ტვ პირველთან“.

ირაკლი ღარიბაშვილი: „დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები