ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა, მიხეილ შაყულაშვილმა დაადასტურა.
მისი განმარტებით, ირაკლი ღარიბაშვილი ერთი დღით იყო გადაყვანილი საავადმყოფოში და „არავითარი საპანიკო, არავითარი დაავადება არ ყოფილა“.
„გიდასტურებთ, რომ გადაიყვანეს. „საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭიროო“ – ასე არ იყო, ეს იყო გეგმური სამედიცინო შემოწმება. გაიარა სამედიცინო შემოწმება და დაბრუნდა უკან. არავითარი საპანიკო, არავითარი დაავადება რამე არ ყოფილა. ერთი დღით იყო გადაყვანილი, ანალიზების აღება და ა.შ“, – განაცხადა მიხეილ შაყულაშვილმა „ტვ პირველთან“.
