LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ადრე „ფეისბუქი“ რომ ყოფილიყო მთელი თავისი ტროლებით, ბოტებით, ან რეალური ადამიანებით, ჰეითერებით, არ ვიცი, გავქაჩავდი თუ არა ამ პროფესიაში…“ – როგორ შეიქმნა სამოთხე სოციალურ ქსელში ინგა გრიგოლიამ

158
ინგა გრიგოლია

„მისმინეს“ რუბრიკას Cooks and talks სტუმრობს ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია, რომელიც საუბრობს იმის შესახებ, რა რთული იქნებოდა მისთვის კარიერის დაწყება სოციალურ ქსელში ბულინგის ფონზე:

„სულ ვამბობ, ფეისბუქი“ რომ ყოფილიყო მთელი თავისი ტროლებით, ბოტებით, ან რეალური ადამიანებით, ჰეითერებით, არ ვიცი, გავქაჩავდი თუ არა ამ პროფესიაში. რა თქმა უნდა, რთულია, როცა მიზანმიმართული კამპანიის მთავარი ობიექტი ხარ, ან რეალურად ხომ არსებობენ ადამიანები… თან, მე ასეთი მოცემულობა მაქვს – არიან ადამიანები, ვინც ამბობს, რომელსაც მოსწონხარ, მაგრამ არის დიდი ნაწილი და არ არის ტროლ-ბოტი, რომელიც ვერ გიტანს. შესაძლოა, პროტესტის დროს აქციაზე გვერდიგვერდ ვდგავართ და მაინც არ მოვწონვარ… არ არის ეს მარტივი… ვიკა ბუკიამ მკითხა, ადრე სად მიდიოდა ეს აგრესია შენ მიმართო და ვუპასუხე, რომ გაზეთებში წერდნენ, მაგრამ ის გაზეთები იყო… ახლა ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, თავზე მეხი დამეცემა და სულ სკანდალების ობიექტი ვხდები… როცა მე ვიყავი პატარა, მაშინ, ალბათ, ძალიან რთული გადასატანი იქნებოდა. ახლა ალბათ გამოვიწრთე. მე მაქვს ფეისბუქ-სამოთხე. ახლა მაქვს ფეისბუქ-სამოთხე, მხოლოდ ის ადამიანები მყავს, ვინც შეიძლება, არ მეთანხმება, მაგრამ გვაქვს კულტურული ურთიერთობა. ეს თუ არ დაიცავი, რაღაცნაირად შენი სამოთხე თუ არ შექმნი, უბრალოდ, გარეკავ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები