LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შევიყვაროთ საკუთარი თავი და შევხვდეთ იდეალურ მამაკაცს

609

როგორ ვიპოვოთ იდეალური პარტნიორი და შევინარჩუნოთ სიყვარული? მარტოვი წესები ქალბატონებისთვის.

 

რა არის სიყვარული?

ახალდაბადებული ბავშვი უსაფრთხოდ გრძნობს თავს, რადგან მშობლებისგან ყურადღებას და მზრუნველობას იღებს. ამგვარი დამოკიდებულება ნებისმიერ ცოცხალ ადამიანში საპასუხო გრძნობას იწვევს და სწორედ ესაა სიყვარული.  

რატომ გვიყვარს განსხვავებულად? – იმიტომ რომ, თითოეულ ჩვენგანს ბავშვობის საკუთარი ისტორია აქვს.

პირველი ვარიანტი: იდეალური

იმ შემთხვევაში თუ მშობლები სტაბილურები, პოზიტიურები და ფსიქიკურად გაწონასწორებული ადამიანები არიან, უყვართ ერთმანეთი და საკუთარი შვილი, მაშინ ბავშვს საკუთარი თავის სიყვარულიც შეუძლია და მხოლოდ ის ადამიანები უყვარს, ვისგანაც საპასუხო გრძნობას ღებულობს. სხვა ადამიანები მას არ აინტერესებს და ეს აბსოლუტურად ჯანსაღი გრძნობაა.  

kinopoisk.ru

მეორე ვარიანტი: გავრცელებული

ბავშვი ვერ იღებს იმას, რაც მისთვის აუცილებელია და მიუხედავად იმისა, რომ მაინც უყვარს მშობლები, ეს გრძნობა მისთვის დაძაბულობასთან და განცდებთანაა დაკავშირებული. ბავშვს აუცილებლად განუვითარდება ნევროზი და მომავალში მისი მთავარი ემოცია მხოლოდ საკუთარი თავის სიბრალული იქნება, ურთიერთობებში კი, ყოველთვის იგნორირებული, დამცირებული და მიტოვებული აღმოჩნდება, რადგან მისთვის სწორედ ესაა სიყვარული.  

ნებისმიერი ქალი ეძებს იდეალურ მამაკაცს, თუმცა მასთან შესახვედრად ყველა მზად არაა, რადგან ადამიანების ქცევა, როგორც წესი არ ემთხვევა ბავშვობის წარმოდგენებს. თუ ბავშვობაში გოგო მამამ მიატოვა, იშვიათად ნახულობდა და კითხულოობდა მის ამბავს, იდეალური მამაკაცი კი, პირიქით – ძალიან ყურადრებიანია და ანებივრებს ქალს, მაშინ მასთან ურთიერთობა მოსაწყენი გახდება, ქალს კი, აუცილებლად გაუჩნდება უკმარისობის გრძნობა. გარდა ამისა, ქალს გაუჭირდება მისი მამაკაცად აღქმა, რადგან ის, ვერ გამოიწვევს ქალში იმ ემოციებს, რომლებსაც ის ეძებს. ქალი მას მიატოვებს და იმ ”არამზადას” იპოვის, ვინც ადრე თუ გვიან აუცილებლად ატკენს გულს.

b99ef2887079a6d6c4782561a590eda0

როგორ შეიძლება ამის გამოსწორება?

თუ არ გაქვთ ფსიქოლოგის კონსულტაციის მიღების საშუალება, შეგიძლიათ დამოუკიდებლად შეცვალოთ საკუთარი თავი. თუმცა, წლების მანძილძე ჩამოყალიბებული ქცევის სტერეოტიპის დასანგრევად ბევრი მუშაობა დაგჭირდებათ.

პირველ რიგში უნდა შეიყვაროთ საკუთარი თავი. ქალებს ყოველთვის ეჩვენებათ, რომ მხოლოდ იმიტომ არიან აგრესიულები, რომ არ ჰყავთ ქმარი და შვილი. ოჯახის შექმნის შემთხვევაში კი, აუცილებლად კეთილები და ბედნიერები იქნებიან. სინამდვილეში, ყველაფერი პირიქითაა – ადამიანი, რომელსაც არ უყვარს საკუთარი თავი, ვერაფერს მისცემს სხვას – ვერც მეუღლეს, ვერც შვილს.

რას ნიშნავს საკუთარი თავის სიყვარული?

არსებობს უკვე ჩამოყალიბებული ექვსი წესი, რომელთა გათვალისწინება ნებისმიერს მოუწევს, ვინც საკუთარი კომპლექსების დამარცხებას ცდილობს.

  1. გააკეთეთ მხოლოდ ის, რაც გსურთ.
  2. არ გააკეთოთ ის, რაც არ გსურთ.
  3. თუ რაიმე არ მოგწონთ თქვით სწრაფად და მოურიდებლად. ნურასდროს გაჩუმდებით და ნუ დაიგროვებთ წყენას.
  4. ნუ ილაპარაკებთ, როცა არ გეკითხებიან.
  5. მხოლოდ იმ შეკითხვებს უპასუხეთ, რასაც გეკითხებიან.
  6. ურთიერთობის გარკვევისას ისაუბრეთ მხოლოდ საკუთარ თავზე (ანუ არა ”არამზადა ხარ, იმიტომ რომ არ მჩუქნი საჩუქრებს”, არამედ ”ვერ ვგრძნობ, შენს სიყვარულს, რადგან არ ვღებულობ შენგან საჩუქრებს”).

ზუსტად ასე უნდა მოქცეთ ყოველდღე, ყველასთან და ნახავთ, რომ ცხოვრება ნელ-ნელა შეიცვლება. არაჯანსაღი ნევროზული ურთიერთობა ჩხუბისა და სკანდალის გარეშე დასრულდება. ახალი კი, ძალიან მალე დაიწყება და აუცილებლად ჯანსაღი და ბედნიერი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g