LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ღონისძიებები გაიმართება 26 მაისს?

447
33504496_2059809507377201_3609858400982138880_o

დედაქალაქის მერია 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, სხვადასხვა ღონისძიებას წარმოადგენს. რუსთაველის გამზირზე დაგეგმილია, როგორც სადღესასწაულო, შემეცნებითი და გასართობი პროგრამები, ასევე, მრავალფეროვანი აქტივობები, გამოფენები და კონცერტები.

თბილისის მერიის ორგანიზებით, მთელი დღის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება ინსტალაციები, საგამოფენო პავილიონები, საინფორმაციო სტენდები და კულტურულსაგანმანათლებლო სივრცეები. მათ შორის, 15:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე საკონცერტო პროგრამა Tbilisi Newcomers, ხოლო 10:00 საათზე თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის კონცერტი ჩატარდება. ასევე, გამოფენილი იქნება სტენდები „ქალები საქართველოდან“, თბილისის ისტორიული სამისამართე აბრები და ა.შ.

დამოუკიდებლობის დღისამდი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, თავისუფლების მოედანზე, 17:10 საათზე “ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას” შესრულდება, რომელშიც მონაწილეობას ანსამბლები „შვიდკაცა” და “მძლევარი” მიიღებენ.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები:

საბავშვო გასართობი და შემეცნებითი პროგრამა – 10:00-19:00 საათი

  • ილუზიონისტების შოუ;
  • წყლის ბუშტების  შოუ;
  • ჯამბაზების შოუ;
  • საცირკო სანახაობა;
  • ზღაპრის გმირები;
  • სახის მოხატვა;
  • პროექტი  „მოძრავი პლანეტარიუმი“.

საბავშვო საკონცერტო პროგრამა – 12:00-17:30 საათი

  • მეკო სტუდიისკონცერტი;
  • ბასტი ბუბუსკონცერტი;
  • ანაბანასკონცერტი;
  • სტუდიაჟოზესწარმოდგენა;
  • ვაჟთა ანსამბლების წარმოდგენა – 17:10 საათი

 

სხვადასხვა აქტივობა – 12:00 -18:00 საათი

  • მსვლელობა/პერფომანსიდროში მოგზაური ორკესტრი”  
  • დიდი თოჯინა  “მაღალი აბელა“;
  • მხატვარ  ქეთი დავლიანიძის მასტერკლასი;
  • “Street Art” მარი კახურიშვილთან ერთად.

 

საკონცერტო პროგრამა:

  • თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი 10:00 – 10:40 საათი
  • Tbilisi Newcomers  – 15:00-19:00 საათი

 

ბიზნეს აქსელერატორისპარკი“ – 10:00-19:00 საათი

ინსტალაციები, საგამოფენო პავილიონები, საინფორმაციო სტენდები და კულტურულსაგანმანათლებლო სივრცეები – 10:00-20:00:

  • ინსტალაცია – “26 მაისი“;
  • ბუშტების ინსტალაცია – 17:10;
  • ორიგამის ინსტალაცია;
  • შუშის ინსტალაცია – “ფერადი კედელი“;
  • შუშის ინსტალაცია – “ლამპიონი“;
  • გამოფენა – “თბილისის ისტორია“;

 

საინფორმაციო სტენდები და საგამოფენო სტენდები:

  • „იცით თუ არა რომ“
  • „ჩვენი დროის ადამიანები”
  • „ქალები საქართველოდან”
  • თბილისის ისტორიული სამისამართე აბრები
  • „ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას“ – 17:10 საათი

ნახეთ 2018 წლის 26 მაისი “ფორტუნას” ობიექტივში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g