LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაუპატიურებულმა მსხვერპლმა პოლიციას სერიული მკვლელი დააჭერინა – ის სიკვდილით დასაჯეს

1133
killer

ათი მოკლული და ათეულობით გაუპატიურებელი ქალი – სერიული მკვლელი ბობი ჯო ლონგი ფლორიდაში სიკვდილით დასაჯეს. 35 წლიანი ძებნის შემდეგ, ის დააპატიმრეს, ამ ოთახში მოათავსეს და ორგანიზმში სასიკვდილო ინექცია შეუყვანეს.

ამერიკულ გამოცემა “ვაშინგტონ პოსტთან” საუბარში ერთ–ერთი მსხვერპლი ლიზა მაკვეი ნოლანდი ყვება, რომ 35 წლის წინ, როცა ის თავისი ველოსიპედით სახლისკენ მიდიოდა, უცნობმა მამაკაცმა გაიტაცა და 26 საათის განმავლობაში აუპატიურებდა. ლიზას გაუმართლა და მკვლელს თავი დააღწია, რასაც ვერ ვიტყვით 18 წლის გოგონაზე, რომელიც ბობი ლონგმა გაუპატიურების შემდეგ მოკლა. „ჩემი ნება რომ იყოს ის თითოელი ადამიანის სიცოცხლისთვის სიკვდილით რამდენჯერმე დაისჯებოდა“, – ამბობს მსხვერპლის და ანგელა დუგლასი.

პოლიციისთვის მთავარი ხელჩასაჭიდი მკვლელის მანქანაში არსებული წითელი ხალიჩა აღმოჩნდა, რომლის ქსოვილიც მსხვერპლის ტანსაცმელზე იყო გადასული. ეს კვალი ყველა გაუპატიურებული და მოკლული ქალის ტანსაცმელზე იპოვეს.

რაც შეეხება ამ საქმის გახსნის მთავარ გმირს– ლიზას, ის ამბობს, რომ მას სურდა, ბობი ლონგისთვის თვალებში ჩაეხედა, მაგრამ ამის შანსი არ მიეცა. სასიკვდილო ინექციის გაკეთებამდე სერიულ მკვლელს თვალები გაუხელია და არც არაფერი უთქვამს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g