LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედვედევი: თანამედროვე რუსეთში სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი მოქმედებს, აუცილებლობის შემთხვევაში, კონსტიტუციის ფარგლებში შესაძლებელია მორატორიუმის დაძლევა

64
დმიტრი მედვედევი

„ამჟამინდელი კონსტიტუციის ფარგლებშიც, აუცილებლობის შემთხვევაში, რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი პოზიციების შეცვლისას, სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმის დაძლევა შესაძლებელია“, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე, დმიტრი მედვედევი Telegram არხზე წერს და მოღალატეებისთვის სიკვდილით დასჯის აღდგენის შესაძლებლობაზე საუბრობს.

როგორც მედვედევი აღნიშნავს, მეორე მსოფლიო ომის დროს დივერსანტებს, რომლებიც ფაშისტი მკვლელების ბრძანებით ძირის გამომთხრელ სამუშაოებს ეწეოდნენ, სასამართლოსა და გამოძიების გარეშე ხვრეტდნენ.

„შენ თუ მოღალატე ხარ, რომელმაც საომარ დროს ასეთი დანაშაული ჩაიდინე, მაშინ შენ არ გაქვს არც ასაკი, არც ეროვნება და არც საკუთარი ცხოვრების დაცვის უფლება. თანამედროვე რუსეთში სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი მოქმედებს. სხვათა შორის, ბირთვული იარაღის მქონე უმსხვილესი ქვეყნებისგან (აშშ, ჩინეთი, ინდოეთი) განსხვავებით.

თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ამჟამინდელი კონსტიტუციის ფარგლებშიც, აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმის დაძლევა რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი პოზიციების შეცვლისას. ეს არის ჩვენი ხალხის, სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესების დაცვის საშუალებების არჩევის საკითხი.“ – წერს მედვედევი.

მედვედევი: მხოლოდ რუსეთის სრული გამარჯვება იქნება მსოფლიო კონფლიქტის თავიდან აცილების გარანტი

მედვედევი: რუსეთს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, ბირთვული იარაღი გამოიყენოს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები