LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედვედევი: მხოლოდ რუსეთის სრული გამარჯვება იქნება მსოფლიო კონფლიქტის თავიდან აცილების გარანტი

41
Untitled design

„მხოლოდ უკრაინაში რუსეთის სრული გამარჯვებაა გლობალური კონფლიქტის თავიდან აცილების გარანტი“, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე საკუთარ „ტელეგრამ-არხზე“ წერს.

როგორც დიმიტრი მედვედევი აცხადებს, უკრაინამ საკუთარი პირობა დაასახელა – ყველა ტერიტორიის დაბრუნება, რომელიც ადრე მას ეკუთვნოდა.

მედვედევის განცხადებით, ეს ნიშნავს, რომ რუსეთმა აღნიშნული ტერიტორიები უნდა უარყოს, რაც მისი თქმით, „ეს არის საფრთხე რუსეთის სახელმწიფოს არსებობისთვის“:

„დასავლური ქვეყნების ცნობილი თეზისია: „რუსეთს არ უნდა მივცეთ უფლება, ომი მოიგოს“. რას ნიშნავს ეს სინამდვილეში? მიჰყევით მარტივ ფორმალურ ლოგიკას.

თუ რუსეთი არ გაიმარჯვებს, მაშინ, ალბათ, უკრაინა გაიმარჯვებს. უკრაინის მიზნები ომში, კიევის რეჟიმმა დაასახელა – ეს არის ყველა იმ ტერიტორიის დაბრუნება, რომლებიც ადრე მას ეკუთვნოდა. ანუ, რუსეთისგან მათი უარყოფა, ეს წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი სახელმწიფო არსებობისთვის და ნიშნავს რუსეთის დაშლას, ეს კი ნიშნავს პირდაპირ საბაბს რუსეთის ფედერაციის ბირთვული შეკავების პოლიტიკის მეცხრამეტე პუნქტის გამოყენებისთვის და მაშინ ვინ გეგმავს ბირთვულ კონფლიქტს? რა არის ეს, თუ არა მსოფლიო ომის პროვოცირება ბირთვული იარაღის გამოყენებით“, – წერს დიმიტრი მედვედევი.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g