კეიტ მარასა და ჯეიმი ბელის ოჯახში მატებაა.
ამერიკელი მსახიობისა და მოდელის ,,ინსტაგრამზე” გამოქვეყნებული პოსტით, სადაც მხოლოდ პატარას ფეხები ჩანს, ცნობილი გახდა, რომ ვარსკვლავურ წყვილს გოგონა შეეძინა.
View this post on Instagram
We had a baby a couple weeks ago… Here are her feet ?
A post shared by Kate Mara (@katemara) on
აღსანიშნავია, რომ ხმები 36 წლის ლამაზმანის ფეხმძიმობის შესახებ, 6 იანვარს მის ,,ოქროს გლობუსზე” გამოჩენას მოჰყვა, სადაც მარა ,,მიუ მიუს” თავისუფალი კაბით მივიდა.
შეგახსენებთ, რომ კეიტ მარამ და ჯეიმი ბელმა ერთმანეთი ფილმის ,,ფანტასტიკური ოთხეული” გადაღებებზე გაიცნეს. მათ 2017 წელს იქორწინეს. კეიტისთვის გოგონა პირველი, ხოლო ჯეიმისთვის მეორე შვილია. ბელს ევან რეიჩელ ვუდთან ქორწინებიდან 4 წლის ვაჟი ჰყავს.