LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლელა კილაძემ დაბადების დღე ახლობლების გარემოცვაში აღნიშნა (ვიდეო)

1386

თბილისის ექსმერის გიგი უგულავას ექსმეუღლე, ლელა კილაძე დიდი ხანია, მედიის წინაშე აღარ გამოჩენილა. მის შესახებ ყვითელ პრესაში უამრავი ინფორმაცია და ხმები ვრცელდებოდა. მას შემდეგ, რაც გიგი უგულავას ოფიციალური განცხადებიდან ცნობილი გახდა იმის შესახებ, რომ წყვილმა დაშორება გადაწყვიტა, კიდევ ერთხელ წინ წამოიწია ჭორმა იმასთან დაკავშირებით, რომ ლელას გუკა რჩეულიშვილთან ჰქონდა რომანი. ამბობენ, რომ გუკას ქორწინება მსახიობ ნუცა კუხიანიძესთან დიდი ხანია დასრულდა. ცნობილია, რომ ნუცა ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, სადაც შვილთან ერთად ცხოვრობს.

რაც შეეხება გუკასა და ლელას ურთიერთობას, ამის შესახებ არც ერთი მათგანი არ საუბრობს. გუკამ რამდენჯერმე უარყო ეს ჭორი. კომენტარი გააკეთა გუკას მამა, ვახტან რჩეულიშვილმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ შვილის პირად ცხოვრებაში არ ერევა, ლელა კილაძეს კი იცნობს, მაგრამ არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, მართლაც გადავიდა თუ არა წყვილი ერთად საცხოვრებლად, როგორც ამაზე თბილისში საუბრობენ…

ვრცელდებოდა ხმები, რომ ლელას ბოლო დროს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და საზღვარგარეთ მკურნალობდა, თუმცა როგორც ჩანს, თბილისში დაბრუნდა, რადგან სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, როგორ აღნიშნავს დაბადების დღეს ახლო მეგობრების გარემოცვაში…

მოგვიანებით, მან საკუთარ გვერდზე ამის ამსახველი ფოტოც განათავსა…

lela kiladze shignit

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g