LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ცხოვრობს ია კიწმარიშვილი ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების შემდეგ

1856

ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში ია კიწმარიშვილი საუბრობს იმის შემდეგ, რაც შეიცვალა მის ცხოვრებაში, რაც ეროსი კიწმარიშვილი ცოცხალი აღარ არის.

„როდესაც კარგავ ახლობელ, საყვარელ ადამიანს, რომელთანაც 25 წლის განმავლობაში სიყვარულის, მეგობრობის, მზრუნველობის, პატივისცემის მეტი არაფერი გახსოვს, ეს ტრაგედიაზე მეტია. ახლა ვხვდები, რომ როდესაც ჩემ გვერდით იყო, სათანადოდ ვერც აღვიქვამდი. თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო, მხოლოდ გვიან ხვდები, ვინ დაკარგე. ახლა უფრო ვაფასებ, რომ ჩვენი ურთიერთობა ყოველწლიურად და ყოველდღიურად უფრო და უფრო ძლიერდებოდა…“ – აღნიშნავს ია კიწმარიშვილი.

მისივე თქმით, გულახდილად რომ თქვას, ყოველდღიურად უფრო უჭირს ეროსის გარეშე ცხოვრება. „ბედნიერი ვარ იმით, რომ ეს ადამიანი 25 წელი ჩემ გვერდით იყო, მიყვარს, მახსოვს და ჩემ გვერდით არის ახლაც. ახლაც ყველაფერს იმ განცდით ვაკეთებ, რაც მუდმივად მქონდა – როგორ აღიქვამდა ამას ეროსი: სულ იმაზე ვფიქრობდი, როგორ მომეწონებინა მისთვის თავი, როგორ გამეკეთებინა საქმე ის,რ ომ მისი შექება დამემსახურებინა. ის ჩემს საქმიანობას ღიმილით უყურებდა, მაგრამ მოსწონდა ჩემი პრინციპულობა, საქმისადმი მიდგომა…“

ia shignit

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g