ექსპორტიორმა კომპანიამ ”ფრუტილია” მწავნილის ექსპორტი განაახლა. როგორც ”ფორტუნას” კომპანიის დამფუძნებელმა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა განუცხადა, ქართულ მწვანილზე მოთხოვნა რუსეთის ბაზარზე დიდია, შესაბამისად მისი რეალიზაციაც არ ჭირს.
”მწვანილის ექსპორტზე მუშაობა გასულ წელს დავიწყეთ. იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთიდან მოთხოვნა იყო, ამ მიმართულებით მუშაობა წელსაც განვაახლეთ. ამ ბაზარზე თვეში დაახლოებით 100 ტონამდე მწვანილი გაგვაქვს”, – აღნიშნა ბეჟიტაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ”ფრუტილია” მწვანილის გატანას ევროპულ ქვეყნებშიც ცდილობს, თუმცა ჯერჯერობით ამ ბაზრებიდან აღნიშნულ პროდუქტზე მოთხოვნა არ შეინიშნება. ”ევროპაში მცირე რაოდენობით გავაგზავნეთ მწვანილი ერთი მანქანა გვყავს გაშვებული, თუმცა დიდი მოთხოვნა არ არის”, – განმარტა კომპანიის დამფუძნებელმა.
როგორც ვახტანგ ბეჟიტაშვილმა აღნიშნა, ”ფრუტილია” მწვანილის 3 სახეობის ექსპორტზე მუშაობას, ესენია: ცერეცო, ოხრახუში და ქინძი. კომპანიის საქმიაობის ძირითადი მიმართულება კი ხილის ექსპორტია. დაახლოებით 10 დასახელების პროდუქცია ექსპორტიორ კომპანიას რუსეთში, ყაზახეთსა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გააქვს.