LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინანსთა სამინისტრომ კომერციული ბანკებისგან 40 მლნ ლარი ისესხა

51

2016 წლის 30 მარტს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 336-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ცხრა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 143 500 000 ლარი შეადგინა.

მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 10.000 პროცენტით, მაქსიმალური 10.450 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 10.289 პროცენტით განისაზღვრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g