LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2024 წლის იანვარში საქართველოში კომერციული ბანკების მიერ 51 მლრდ ლარის ოდენობის სესხი გაიცა

125
სესხი

საქართველოს ეროვნული ბანკი რეზიდენტი კომერციული ბანკების სესხებისა და დეპოზიტების შესახებ ახალ ანგარიშს აქვეყნებს.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2024 წლის იანვრის ბოლოსთვის საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 50.68 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 0.14%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე. იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები 10.08%-ით გაიზარდა, მოთხოვნამდე დეპოზიტები კი 6.02%-ით შემცირდა.

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტი 2024 წლის იანვრის ბოლოსთვის, წინა თვესთან შედარებით, 0.95 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 50.22%-ით განისაზღვრა.

იანვარში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 8.10% შეადგინა, მათ შორის, ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 10.60%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.05%.

უცხოური ვალუტით  განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილი 78.68%-ით, ევროს წილი კი 19.68%-ით განისაზღვრა.

რაც შეეხება სესხებს, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2024 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით 1.55%-ით შემცირდა და 51.84 მლრდ ლარი შეადგინა. ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 0.58%-ით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 2.73%-ით შემცირდა.

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2024 წლის იანვრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 8.51 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 3.21%-ით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით 14.41 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 3.14%-ით ნაკლები) მოცულობის სესხი.

2024 წლის იანვრის განმავლობაში 0.13%-ით შემცირდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და იანვრის ბოლოსათვის 27.16 მლრდ ლარი შეადგინა.

2024 წლის იანვრის ბოლოსთვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტი, წინა თვესთან შედარებით, 0.54 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 55.30%-ით განისაზღვრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები