LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეტი საქმე არ გაქვთ, ხალხო? შვილებს გამოვგლიჯე პირიდან ლუკმა ჩემი შეცდომების გამო

1459
nana-kostava

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი ნანა კოსტავა,  საკრებულოს წევრების, თავმჯდომარისა და მისივე  კოლეგების პროტესტის მიუხედავად გადაწყვეტილებას კვლავ  არ ცვლის და  ქუთაისის საკრებულოს წევრობაზე უარის თქმას არ აპირებს. 

ნანა კოსტავამ საკრებულოში დარჩენა გადაწყვიტა

მან გადაწყვეტილება ამომრჩევლების თხოვნის საფუძველზე შეცვალა.

კოსტავა აცხადებს, რომ მან ბოდიში უკვე მოიხადა, შვილებს ლუკმა გამოგლიჯა პირიდან და ახლა, ქვეყანაა მისახედი.

მეტი საქმე არა გაქვთ ხალხო? ბოდიში მოვიხადე, წავედი თანამდებობიდან, ჩემ შვილებს გამოვგლიჯე პირიდან ლუკმა ჩემივე შეცდომების გამო და არა სხვისი შეცდომების გამო. პირველად ვადანაშაულებ ჩემს თავს. ახლა მივხედოთ, ქვეყანაა გადასარჩენი. დავით გარეჯს გვართმევენ, ტერიტორიები დასაბრუნებელი გვაქვს. პროვინციაში, ვიღაცა ნანა კოსტავამ რაღაცა დადო ფეისბუქზე, მერე პატიება ითხოვა და ატყდა ერთი ამბავი. ხალხო ქვეყნას მივხედოთ რა…“- განუცხადა “პრაიმტაიმს„ კოსტავამ.

"კაი დღეში ხარ ახლა, იცინე" - საკრებულოს დეპუტატი სალომე ბარკერზე

ვებრძვი მართლმადიდებლობის შეურაცხმყოფელ ვიდეოებსა და გამონათქვამებს, ჩემი პოსტიც ამას ემსახურებოდა და მეტს არაფერს.

ნანა კოსტავას გადაწყვეტილების გამო, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ შესაძლებელია ფრაქცია „კონსერვატორები-ქართული ოცნება” თავად დატოვოს. მას ემიჯნება მმართველი პარტიაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g