LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნანა კოსტავასთან მუშაობის სურვილი არ მაქვს, თუმცა საკრებულოს ვერ დავატოვებინებთ”

141
29745125_1985282415070131_8462260047992935369_o

არ გვაქვს ბერკეტი, ნანა კოსტავას საკრებულოს დატოვე ვაიძულოთ, – ამის შესახებ  ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ლატარიამ ბრიფინგზე განაცხადა, საკრებულოს წევრ ნანა კოსტავასთან დაკავშირებით.

ამასთან, ლატარია ამბობს, რომ კოსტავასთან ერთად მუშაობის სურვილი არ აქვს. 

ნანა კოსტავამ საკრებულოში დარჩენა გადაწყვიტა

მან გადაწყვეტილება ამომრჩევლების თხოვნის საფუძველზე შეცვალა.

„ჩვენ არ გვაქვს არანაირი ბერკეტი, ვაიძულოთ ნანა კოსტავა, დატოვოს საკრებულო, თუმცა მე არ მაქვს მასთან ერთად მუშაობის სურვილი. ის რჩება ფრაქციაში, ამიტომ შევიკრიბებით ფრაქცია და მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ლატარიამ.

საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, მას ნანა კოსტავასთან კომუნიკაცია არ ჰქონია და არ იცის, რას აპირებს ის.

არ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ნანა კოსტავა პარტიიდან გავრიცხოთ - ქუთაისის მერი

ჩვენთვის მიუღებელია მსგავსი განცხადებები და შეხედულებები და ვემიჯნებით მას.

ქუთაისის საკრებულოს წევრმა, ნანა კოსტავამ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ რამდენიმე დღის წინ სოციალური მედიის მენეჯერის, სალომე ბარკერის ერთ-ერთი ვიდეო გააზიარა წარწერით: „კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!“.

სალომე ბარკერის 16 წლის და რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში, ექსკურსიაზე ყოფნისას, მდინარეში ჩავარდა და გარდაიცვალა.

მოგვიანებით კოსტავამ „ფეისბუქის“ საშუალებით ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ სალომე ბარკერის დის გარდაცვალების შესახებ არაფერი იცოდა. 

"კაი დღეში ხარ ახლა, იცინე" - საკრებულოს დეპუტატი სალომე ბარკერზე

ვებრძვი მართლმადიდებლობის შეურაცხმყოფელ ვიდეოებსა და გამონათქვამებს, ჩემი პოსტიც ამას ემსახურებოდა და მეტს არაფერს.

ამასთან,  ნანა კოსტავამ ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარის თანამდებობა 31 მაისს დატოვა. იმავე დღეს განაცხადა, რომ ორშაბათს საკრებულოდან წასვლაზე განცხადებას დაწერდა. თუმცა, დღეს სატალეფონო კომენტარისას განაცხადა, რომ სავარაუდოდ, საკრებულოს აღარ დატოვებს. მისი თქმით, გადაწყვეტილება ამომრჩევლების თხოვნის საფუძველზე შეცვალა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები