რადიო „ფორტუნას” ეთერში ყოველ ხუთშაბათს, 19:00 საათზე, ნია მოძმანაშვილის საავტორო გადაცემა „რას უსმენენ ცნობილები“ გელით. ეს არის მუსიკალური პროექტი, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების მუსიკალურ გემოვნებაზე უყვება მსმენელს და მათ მიერ შერჩეულ შვიდეულს გვთავაზობს. ამჯერად გადაცემას რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ნიკო ნერგაძე ესტუმრა.
რაც უფრო მემატება ასაკი, ნაკლებად ვუსმენ ახალ სიმღერებს, მაგრამ ვცდილობ, გავეცნო სიახლეს და გავიგო რა ხდება. დავიწყოთ შვიდეულით, რომლითაც შემოგიერთდით და წარმოგიდგენთ მეშვიდე ადგილზე გასულ სიმღერას. ეს არის Dusty Springfield – Windmills Of Your Mind. სიმღერა მოგონებებზეა და ძალიან კარგ ემოციებს აღძრავს ხოლმე ჩემში.
მეექვსე ადგილზე გთავაზობთ ჯგუფს Overbalance. ხშირად დავდიოდი მათ კონცერტზებზე, მიყვარს ეს მუსიკა.
ვიდრე იქნებოდა MTV, იყო Super channel და პირველად აქ მოვისმინე Queen, რომელმაც შემზარა შეიძლება ითქვას. პატარა ვიყავი და ველოდებოდი, კიდევ როდის მოვუსმენდი. ეს იყო bohemian rhapsody და killer queen.
მეოთხე ადგილზეა – Guns N’ Roses – You Could Be Mine. ეს არის ის ერთ-ერთი მძიმე მუსიკა, რომელიც პირველად მოვისმინე.
https://www.youtube.com/watch?v=yU5hu3PWlo4
მესამე ადგილზე ვცადე მრავალფეროვნება შემომეტანა და გთავაზობთ Missy elliott.
მეორე ადგილზეა – The National, რომელიც გარკვეულ წრეებში საკმაოდ პოპულარულია. ცოტა გამიჭირდა ერთი სიმღერის არჩევა, მაგრამ Pink Rabbits შემოგთავაზებთ. ეს არის სიმღერა, რომლის მოსმენისთანავე მოგყვება ემოცია.
პირველ ადგილზეა სიმღერა, რომელიც ბოლო 10 წლის მანძილზე მომწონს. ეს არის Kanye West –Runaway. ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე დიდი მუსიკოსია.
გადაცემის აუდიოჩანაწერი