LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2016 წლის მოდური სამკაულები 50%-იანი ფასდაკლებით – ”დელფოსში” საგაზაფხულო აქცია დაიწყო

250

საიუველირო მაღაზიათა ქსელში ”დელფოსი”  50%-იანი  საგაზაფხულო  ფასდაკლება დაიწყო. როგორც ”ფორტუნას” კომპანიის მარკეტინგისა და პიარის მენეჯერმა მარიამ ღუღუნიშვილმა განუცხადა,  აქციის ფარგლებში მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ფასდაკლებით შეიძინოს ”დელფოსის” მაღაზიებში წარმოდგენილი ქალისა და მამაკაცის   2016 წლის  მოდური სამკაულები.

”მოგეხსენებათ, ”დელფოსი” მუდმივად ცდილობს არ ჩამორჩენს მოდის ტენდენციებს. შესაბამისად, კოლექციებს ყოველ 2 კვირაში ერთხელ ვანახლებთ. წელს ტრენდული ფერადი სამკაულებია და  ჩვენთან მომხმარებელი სწორედ ასეთი სამკაულების შეძენას შეძლებს. რაც შეეხება ფასდაკლებებს, ის ვრცელდება როგორც იტალიური ვერცხლის სამკაულებზე (ბუნებრივი ქვებითა და სვაროვსკის კრისტალებით), ასევე  ოქროს სამკაულების განახლებულ კოლექციაზე მთის ბროლითა და ”სვაროვსკის” კრისტალებით”, – აღნიშნა ღუღუნიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, 20%-იანი ფასდაკლებითაა შესაძლებელი ანტისეპტიკურად დამუშავებული ბიჟუტერიის  ფერადი   აქსესუარებისა და თეთრი ოქროსა და ბრილიანტის სამკაულების მდიდრული კოლექციების შეძენაც.

როგორც კომპანიის  მარკეტინგისა და პიარის მენეჯერმა განმარტა, „დელფოსის” პროდუქცია ნებისმიერი ასაკისა და შემოსავლის მქონე მომხმარებელზეა გათვლილი. საიუველირო მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილია როგორც ქალის, ასევე მამაკაცისა და ბავშვის სამკაულების ხაზი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g