LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერაბიშვილის გათავისუფლება მინისტრთა კომიტეტმა არ განიხილა – იუსტიციის სამინისტრო

133
c16a703184f1b34859821e6f591e0fb6

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი განიხილა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

განცხადებაში წერია, რომ  კომიტეტმა კვლავ მოიწონა ის ღონისძიებები, რომელთაც საქართველოს მთავრობა ატარებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად ადვოკატების მოთხოვნისა, მერაბიშვილის გათავისუფლების საკითხი მინისტრთა კომიტეტმა საერთოდ არ განიხილა.

“მინისტრმა კომიტეტმა მოიწონა, რომ:2013 წელს მომჩივნის საკნიდან გაყვანის ეპიზოდზე განახლებული გამოძიების ფარგლებში ვანო მერაბიშვილს მიეცა წვდომა სისხლის სამართლის საქმის მასალებზე და მუდმივად მიეწოდება ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ;

2019 წლიდან პენიტენციურ დაწესებულებებში ვიდეომეთვალყურეობის ჩანაწერების შენახვა ამჟამად არსებულ 5-დღიან ვადაზე უფრო ხანგრძლივი პერიოდით − 30 დღით გახდება შესაძლებელი;

პარლამენტმა დაამტკიცა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში იუსტიციის სამინისტროს მიერ შეთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ითვალისწინებს ფარული და კომპიუტერულ მონაცემთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესაძლებლობას სამოხელეო დანაშაულებზე”- წერია განცხადებაში.

იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მერაბიშვილის საქმის შემდგომი განხილვა 2019 წლის სექტემბრის სხდომაზე აღარ გაიმართება და მას მინისტრთა კომიტეტი მოგვიანებით დაუბრუნდება.

magti 5g