LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აგროსექტორი 175 ათასი დოლარის დახმარებას მიიღებს

89
cms-image-000019821

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) რეგიონული პროგრამის ხელმძღვანელმა, რაიმუნდ იელემ და ტექნიკური თანამშრომლობის ახალ პროგრამას „ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების პრიორიტეტების შესრულებაში სურსათის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური დახმარების შესახებ“ მოაწერეს ხელი.

პროგრამა მიზნად ისახავს ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების პრიორიტეტების შესრულების პროცესში, საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ტექნიკურს დახმარებას. პროგრამა 2019-2020 წლებში განხორციელდება და მისი ბიუჯეტი 175 000 აშშ დოლარს შეადგენს.

ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობის სექტორთან დაკავშირებული სამართლებრივი ბაზის დახვეწას, ასევე, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა (OIE) და DCFTA-ის ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების, სხვა სახელმწიფო უწყებებისა და მათი კონტრაქტორების შესაძლებლობების გაძლიერებას.

ევროკავშირთან დაახლოების პროცესში, საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სურსათის უვნებლობის, ვეტერინარული და მცენარეთა დაცვის სისტემების სრულყოფა და გაძლიერება.

ტექნიკური მხარდაჭერის ფარგლებში განხორციელდება ექპერტთა სამუშაო ვიზიტები. შეფასდება სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობები და განისაზღვრება შესაბამისი საჭიროებები.

პროგრამის ფარგლებში, შემუშავდება სტრატეგიული და სახელმძღვანელო დოკუმენტები, რომლებიც ხელს შეუწყობენ საქართველოს ცხოველთა ჯანდაცვის, მცენარეთა დაცვისა და სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს გაძლიერებას და მოდერნიზებას.

სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება, ხელს შეუწყობს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g