LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფელ ჭუბერში მდინარე ნენსკრა ადიდდა

1996
chuberi2

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერის თემში ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ნენსკრას შენაკადი დევრულა ადიდდა, რამაც სოფელ ყარს გურიშთან დამაკავაშირებელი საავტომობილო ხიდი დააზიანა.

როგორც “ფორტუნას” მესტიის გამგებელმა კახა ჟორჟოლიანმა განუცხადა, ადიდებულია მდინარე ნენსკრაც.

“შიდასასოფლო ხიდია ჩამონგრეული. ამ დროისთვის ერთი ოჯახი, შეიძლება ითქვას, საფრთხეშია ამის გამო. ერთი ოჯახია სადაც გვინდა გამაგრებითი სამუშაოები ჩავატაროთ, სხვა ამ დროისთვის ისეთი არაფერი არაა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,”- აღნიშნა კახა ჟორჟოლიანმა.

ყარს გურიში მუნიციპალურ ცენტრს მოწყვეტილი არ არის, რადგან არსებობს ცენტრამდე მისასვლელი შემოვლითი გზა.

მდინარე ნენსკრამ, რომელიც მთაში მოსული ძლიერი წვიმის და თოვლის დნობის შედეგად ადიდდა, ჭუბერის ხეობაში გასულ წელს, 5 ივლისს სოფლის ნაწილი დატბორა. წყალმა დაანგრია და წაიღო საცხოვრებელი სახლები, ხიდები, საავტომობილო გზები და სამეურნეო მიწები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g