LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Aston Martin–მა ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი შექმნა

120
Aston-Martin-DB4-GT-Zagato-1139373 (1)

კომპანია Aston Martin მზადაა, რომ თავისი ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი წარადგინოს. სპორტქარი DB4 GT Zagato ბაზარზე მალევე გამოვა, თუმცა მისი შეძენა მარტივი არ იქნება. საქმე ისაა, რომ სიახლე DBS GT Zagato–სთან ერთად, წყვილში გაიყიდება და მიუხედავად დიდი სურვილისა, ავტომოყვარულები მხოლოდ ერთი მოდელის შეძენას ვერ შეძლებენ.

რაც შეეხება სიახლის ფასს, ის არც მეტი არც ნაკლები 6 მილიონი გირვანქა სტერლინგი იქნება.

მთლიანობაში მწარმოებელი სპორტქარის 19 ეგზემპლარის აწყობას გეგმავს და როგორც ცნობილია, თითოელის შექმნას საკმაოდ დიდი დრო – 4500 საათი სჭირდება.

Aston Martin DB4 GT Zagato Continuation სინამდვილეში ბრიტანული ბრენდის ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ავტომობილის გაცოცხლების მცდელობაა. სპორტქარი 1960–იანი წლების DB4-ს გავს. მან 4,7 ლიტრის მოცულობის ექვსცილინდრიანი ძრავი და იდენტური ვიზუალი მიიღო.

და ბოლოს, პირველი დამკვეთები ავტომობილს ძალიან მალე, 2019 წლის ბოლოსთვის მიიღებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g