LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორგასლის ქუჩის სავალ ნაწილს მიწისქვეშ ჩაიტანენ (ფოტოები)

796
რ3-715x420-715x420

მერია გორგასლის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიის განვითარებას გეგმავს – პროექტის ფარგლებში აღნიშნული ქუჩის ორივე მიმართულების გზის სავალ ნაწილს მიწის ქვეშ ჩაიტანენ. კონცეფციის შემუშავებაზე ტენდერი 11 ივნისს გამოცხადდა – წინადადებების მიღება კი 7 აგვისტოს დაიწყება და 12 აგვისტოს დასრულდება.

„პროექტის მიზანია გორგასალის ქუჩის ორივე მიმართულების გზის სავალი ნაწილის ადგილზე რეკრეაციული სივრცის მოწყობა, სავალი ნაწილის მიწის ქვეშა გვირაბში მოთავსების ან რაიმე სხვა გადაწყვეტით; საპროექტო ტერიტორიაზე სარეკრეაციო სივრცის ფუნქციონირებისთვის მიზანშეწონილი, ასევე გარემოსთან შესაბამისი მასშტაბის საბაღე-საპარკო არქიტექტურის, მცირე ობიექტების ადგილმდებარეობისა და მოცულობის განსაზღვრა.

საპროექტო ტერიტორიაზე მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დაკავშირება საფეხმავლო ხიდით ან სხვა საშუალებით. სანაპიროს საფეხმავლო ბულვარად თუ სარეკრეაციო სივრცედ გარდაქმნის შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ახალი განაშენიანების გაჩენა სანაპირო ზოლზე, რომელიც ჩაკეტავს ხედებს ხარფუხის ფერდიდან მეტეხის წარბისკენ. ხედები მტკვრის და კლდის მხარეს სარეკრეაციო სივრციდან უნდა იყოს მთლიანად გახსნილი განივი მიმართულებით, რათა დამსვენებელს საშუალება მიეცეს თავი ბუნებრივ გარემოში იგძნოს“, – აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მეტეხის ხიდიდან 300 არაგველის ხიდამდე და დაახლოებით 9 ჰექტარს მოიცავს.

შეგახსენებთ, გორგასლის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიის განვითარება თბილისის მერმა კახა კალაძემ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის თებერვალში დააანონსა.

ფოტომასალას city.kvira.ge ავრცელებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g